შაბათი, 2024-04-27, 5:14 AM
NEW STYLE OF LIFE - GREAT WAREZ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება   სტუმარი | ჯგუფი "Guests" | RSS
ავიგაცი
ვენი შეკითხვ
ვინ მოიგებს ფინალში?
Total of answers: 135
ინი ჩატ
                                                                                    ძმაკაცები

ერთი ძმაკაცი ეუბნება მეორეს:
-ბიჭო, მემგონი ჩემი ცოლი მებაღეს აძლევს.
-საიდან იცი?
-გუშინ სახლში მივედი, ჩემი ცოლი შიშველი იწვა და ზევიდან ყვავილები ეყარა.
-ჩემი კიდე მემგონი სანტექნიკს აძლევს.
-საიდან იცი?
-გუშინ სახლში მივედი, ჩემი ცოლი შიშველი იწვა და ზემოდან სანტექნიკი ეჯდა.

                                                                      მრგვალი მაგიდის კუთხეში

სვანი მრგვალი მაგიდის კუთხეში დაჯდა და ყავას მიირთმევდა.    :D

                                                                                                        ჩმო

სვანი იხედება სარკეში და და ჩაილაპარაკებს:

- ვაუ, რა მაგარი ჩმო ვარო…

- ჩმო კი არა მაჩოოო, შე გოიმო. - გასძახა ძმაკაცმა.
  სვანი იხედება სარკეში და და ჩაილაპარაკებს:

- ვაუ, რა მაგარი ჩმო ვარო…

- ჩმო კი არა მაჩოოო, შე გოიმო. - გასძახა ძმაკაცმა.
ქუჩაში აგებენ ასფალტს. ბრიგადირი უყვირის გამვლელს:
- რას დაეთრევი, შე ჩემისა, ამ ახალდაგებულ ასფალტზე ლასტებით!!!
- ლასტები კი არა, ტამბერლანდები იყო სანამ თქვენი კატოკი გადამივლიდა.

* * *
- ჩემ ქმარს ისევ ამოუვარდა ყბა მთქნარებისას.
- ასეთს რას უყვებოდი?!

* * *
- მივალ თუ არა სახლში შუაღამეზე, ჩემი ცოლი მაშინვე საათს უყურებს.
- შენი საქმე უფრო იოლად ყოფილა. ჩემი ცოლი კალენდარს უყურებს ხოლმე.

* * *
- რავა ჩეიარა, ბუჯო, შენმა ქორწილმა, მაგრააათ? მაგარი საჩუქრები მოგიტანეს, სიმოოონ?
- ყველაზე ნაღდი საჩუქარი, სიმონ, ნათლიაჩემის იგი რომაა, დეიდაშვილის მამიდაშვილი, სიმონ, იმან გამიკეთა, ბუიშვილი ვიყო.
- რაი გაჩუქა ამფერი, შე ჩემანალა, მაგ ჩემანალამ!
- რაი, სიმონ და ჩემი სიდედრი მოწონებია ნამეტნავათ მაგ გამოსირებულს და არ მოუტაცნია, ბუჯოო?!!

* * *
- ჩემი ცოლი ქართულ ფეხბურთს მადარებს.
- ვაა! რა მაგარია! ისეთივე მოქნილი, შემტევი და ცეცხლოვანი...
- რა ცეცხლოვანი, შე ჩემის ტრულაილა!.. ოცი წელია აღარც მოკვდი და აღარც რჩებიო...

* * *
- რა თამაში გავმაზეთ, ბუჯო, ალბანეთში!..
- ჰო, როგორ წავაგეთ, აბა?!
- წაგება აფერი! მაი აღარევინს აღარ უკვირს ჩვენი ნაკრებისგან. დასანანი იგია, ასე მაღალი კლასი რო ვაჩვენეთ, ასეთი თავგანწირვით რო ვითამაშეთ, ბოლოსდაბოლოს მთელი ოთხმოცდაათი წუთი გავდიოდით და გამოვდიოდით იმსიგრძე სტადიონზე და მაყურებელმა საცხა აივნებიდან უყურა ასეთ თამაშს.


* * *
- გაიგე რა, კაცო, მაგარ ქალს გირიგებენ, მაგარს! ქვრივია, ძმაო, მაგარია, რა. უმწიკვლოა თლათ, უმწიკვლო!
- მოიცა, კაცო, ვერაფერი გავიგე! ქვრივიცაა, უმწიკვლოც არის...
- უჰ კაი ერთი! ქვრივი... ეგ იმდენი ხნის წინ იყო, თვითონვე აღარ ახსოვს.

* * *
- მამი, გახსოომს, რო მეუნებოდი, ას ლარ გაჩუქებ მეოთხე კლასში თუ გადახვალოო?
- მაგაი რა დამავიწყებს, ჯო!
- ჰოოდა, ენდე! ასი ლარიც დაგეზოდებააა...

* * *
მაღაზიაში:
- ეს სათვალე რა ღირს?
- ესა, ქალბატონო, ოცი ლარი ღიირს.
- ძალიან კარგი.
- ...ჰოო... ეგა აპრავის ფასია... შუშები კიდენა, გერმანული თუ გნებამთ, ოცდახუთი ლარი ღიირს. თუ რუსულები გნებაამთ...
- გასაგებია.
- ... თითოი...

* * *
მიხომ იპოვნა ბოთლი. გახსნა თუ არა, იქედან ჯინი ამოხტა.
- გისმენთ, ჩემო ბატონო!
- შენა, ჯო, ერთი კაი მერსედესი რო გამიხერხოი შეგიძლიაა? ხოლოთა შავი უნდა იყოი!
- როგორ არ შემიძლია, ჩემო ბატონო, რა ფერიც გნებავთ.
- ვაა! შენ რა მაგარი ყოფილხარ, ჯო, იქნება ერთი სამოთახიანი ბინაცა თბილისშია, ვაკეშია, ჰაა?!
- რატომაც არა, ტო, ბაითსაც გაგიჩალიჩებ.
- ეს კაცი გადამრემს! ახლა რა, კანარის კუნძულებზე რო კაი მაგარი სახლი მოგთხოვო, იმაი შამისრულეებ?!!
- კანეშნა, უფროსო, რა პრობლემაა, ტო!
- მაიცა, მაიცა!.. მინისტრობაც რო გთხოვო...
- კაცო, რო გითხარი შემიძლია-თქო, ესე იგი ჩემს სიტყვაზე ატვეჩაიც ვარ, რა!
- შენა, ჯო, გადამრემ! ე მინისტრობაი რო მეოთხე სურვილია...
- რას გამიტრაკე, ტო! რა მნიშვნელობა აქვს სამ სურვილს მთხოვ თუ სამასს! შენ ფული მოიტა, ჯიგარო და რამდენსაც ისურვებ, იმდენს შეგისრულებ!..


* * *
- ძვირფასო, შენთვის რაღაც მინდოდა მეთქვა... როგორ გადამავიწყდა... აჰა! ბავშვი მივიყვანე საბავშვო ბაღში... არა, ეს არა... ა, ჰო! პური და მაწონიც ვიყიდე... არა, არა! არც ეს... ვაახ, კაცო... ბავშვი... ნუ, ეს უკვე გითხარი... ხო! ააჰა!.. გამახსენდა! რას გამიმწარე მთელი ცხოვრება, შე უნამუსო, შე გათახსირებულო, შენ!!!...

* * *
ქალის დღიურიდან:
ხვალის საქმეები:
დილით - ისტერიკა;
საპარიკმახეროში;
საყიდლებზე;
საღამოს - თაკუნასთან საჭორაოდ;
მაკუნასთან გასავლელი;
სახლში მოსვლა;
ისტერიკა;

* * *
რეკლამა:
ენა გებმებათ? „რ“ ვერ გამოგითქვამთ? იკითხეთ აფთიაქებში ახალი და ძალიან ეფექტური საშუალება
იმუნოცელისტონატრიუმ-ხლოროჰიდროკარბოდონი.

* * *
ნარკოლოგიურში:
- თახვო, რატომ გაქვს, ჩემი დედა ვატირე, ასეთი ქათქათა კბილები?
- მე თახვი კი არა, ექიმი ფსიქიატრი ვარ.

* * *
რესტორანში ოფიციანტს:
- ქათამს როგორ ამზადებთ?
- როგორ, ძმაო და დაკვლის წინ მივალთ რამოდენიმე ახლობელი, ჩამოვუჯდებით, ვიბაზრებთ, ანეკდოტებს მოვუყვებით, ხასიათზე მოვიყვანთ და მერე შევაპარებთ ნელ-ნელა, რომ შეემზადოს დასაკლავად.

* * *
სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს:
- ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ისეთი საინტერესო იქნება როცა გაიზრდებით! დახედავთ რამოდენიმე წლის შემდეგ და გაიხსენებთ: „ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის დარჩა...“
- ეს ცხონებული თინა მასწავლებელია... - გააგრძელა ჩამოთვლა მიშიკომ.

* * *
ორი მოხუცი მეგობარი საუბრობს:
- კაცო, მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ, ვმეგობრობთ, რა აღარ გადაგვხდენია ერთად და ეს ჰომოსექსუალიზმი რაღა უბედურებაა, რომ ვერ გავიგე?
- ხომ არ გვესინჯა?
სინჯეს.
- როგორ არის საქმე, გრიშა?
- მგონი, ჩემო კოლია, ჩვენი მეგობრობა ახლა იწყება.

* * *
მსახიობი რეჟისორს:
- აქვსენტიჩ, რეკვიზიტორი გააფრთხილე, წყალი არ დამანახოს სცენაზე, ნამდვილი არაყი მომიტანოს თუ ძმა ხარ.
- კი, ბატონო, მე არა ვარ წინააღმდეგი, მხოლოდ ერთი პირობით: ბოლო აქტში რომ საწამლავს სვამ, იმასაც ნამდვილს მოგარმევთ.

* * *
დგას ინსპექტორი პოსტზე და ბუზებს იგერიებს. ერთი ბუზი ეუბნება:
- არ მომკლა და სამ სურვილს შეგისრულებო.
მოსთხოვა ინსპექტორმა ზღვაზე ანტალიაში დასვენება, ქალები, ბოლოს დაფიქრდა და ეუბნება ბუზს:
- მოდი, ერთიც ისეთი სამუშაო მიშოვე, არაფერს ვაკეთებდე და ფული კი მოდიოდეს ჩეჩქივით.
ჰოდა, შეუსრულა ბუზმა სურვილი: ისევ პოსტზე დგას.


* * *
ორი გოჭი საუბრობს:
- ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?
- ეჰ... კოსმონავტი...
- მერე, რას ოხრავ?
- აბა, ტიუბიკში ჩავეტევი მე???

* * *
ქეშები სხედან ოთახში და კაიფობენ. ისეთი კვამლი დგას, დედა მამას ვერ იცნობს. საათიდან გუგულმა გამოყო თავი. ისეთ კაიფშია, თვალს ვერ ახელს:
- ბიჭებო, რომელი საათია?
- სამი, ტოოო.
- აუ, ბოზიშვილი ვიყო! კინაღამ დავაგვიანე, ჩემი დედა ... გუ-გუ! გუ-გუ! გუ-გუ!

* * *
მოხუცი დედა ურეკავს შვილს:
- ჩვენს კარადაში ქურდია, წუხელ შემოიპარა სახლში და რაღაც, ხმაურმა შემაწუხა.
- მერე, დილამდე რას უცდიდი, ვერ დამირეკე?
- ამისთვის აღარ გაგაღვიძე. კარადის კარი ჩავჭედე ლურსმნებით, დავწექი და დავიძინე.

* * *
რჩევა დიასახლისებს:
„თუ ფრანგული დუხი გაგითავდათ, ფლაკონი არ გადააგდოთ. თქვენ ის პოლიკლინიკაში სურნელოვანი ანალიზის ჩასაბარებლად გამოგადგებათ“.

* * *
გადაცემა „ათასიდან ერთი შანსი“ მიმდინარეობს:
- რომელ გოგონას აირჩევდი?
- შეიძლება ცოლს შევეკითხო?

* * *
- აკეთეეე რამე, შვილო ბუხოია, დღეს სკოლააში?
- დედა დავხააატე.
- რავა ყ’ველდღე დედაშენს ხატამ, შე უპატრონო, მეტს აფერს გაკეთებიებენ ის ჩემანალაებიიი?!!
- რა ვიიცი! შამევიდა კუკურიე მასტალებელი და გვითხრა რომე
„აპა ბაღნებო! ყველეიმ ხატეთ ახლა თქვენი დედა!..“

* * *
ორი დაქალი შეხვდა ერთმანეთს:
- ვაიმე, ნატუკა, მუშაობას ვიწყებ ჯანმრთელობის სამინისტროში.
- ვაიმე, დავეცი! შენ იქ რა უნდა აკეთო?
- რა და წესრიგი უნდა დავამყარო.
- ვაიმეე! რა მაგარია! რა თანამდებობაზე დაგნიშნეეეს?
- დამლაგებლაად...

* * *
საავადმყოფოში კომისიას ელიან. არის ერთი ვაი უშველებელი. გარბიან და გამორბიან ექთნები და ექიმები. ექთანმა შეიხედა დისტროფიკების პალატაში. ხედავს, ფანჯრის რაფაზე პიჟამა არის გადაკიდებული. აიღო და საწოლზე დააგდო. მეორედ შეიხედა, პიჟამა ისევ ფანჯრის რაფაზე დევს. ისევ გადმოაგდო საწოლზე. მესამე შემოხედვაზეც რომ ფანჯრის რაფაზე ნახა, გამოაღო ფანჯარა და პირდაპირ ფანჯრიდან გადაუძახა. ერთ-ერთმა დისტროფიკმა ჩაილაპარაკა:
- საწყალი გოგა, რა კარგი ბიჭი იყო, როგორ უყვარდა ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპება და იქედან ცქერა!..

* * *
- ადამიანის მეგობარი ძაღლი კ’არ უნდა იყოს, კორეელი უნდა იყოს, შე კაცო! არ შემჭამა ამ გასატყავებელმა კინაღამ?

* * *
- ალო! თბილგაზის საავარიოა? დილას აქეთია, შვილო, გაზქურა ჩართული მაქვს და არ ინთება ეს ოხერი.
- ასანთი თუ გაუკარი, ბებო, ასანთი?
- უიმე, სულ გამოვჩერჩეტდი! ახლავე ავანთებ...

* * *
სოფლის მჭედელი ეუბნება მოწაფეს:
- ონისევ! ახლა ცეცხლიდან გავარვარებულ ნალს ამოვიღებ და თავს როგორც კი დაგიქნევ, მაშინვე ურო გამოაქანე.
ასე უეცრად გახდა ახალბედა მოწაფე სოფლის მჭედელი.

* * *
- ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ მოკეტე მერქვა.

* * *

- მაგარი გენიოსი ვარ ძმაო!..
- რა იყო, ონისე, რა გააკეთე ასეთი?!
- „ლეგო“ ვიყიდე მაღაზიაში და ორ თვეში ავაწყვე.
- თუ ძმა ხარ!..
- რა იყო!.. ყუთზე ეწერა სამიდან ხუთ წლამდეო!..

* * *
ცოლი ეჩიჩინება ქმარს:
- ასე ძვირიან წიგნებს რომ ყიდულობ, კაცო, ნამეტანი პრიალა ფურცლები აქვს და ტუალეტში მოსახმარად ძალიან მოუხერხებელია.

* * *
სასამართლოში გამოდის მოწმე:
- ბრალდებულმა გამოიტანა ნაჯახი და ჩასცხო თავში დაზარალებულს... არადა, ამ გოთვერანს წინა დღით ვთხოვე ნაჯახი მათხოვეთქო. მიპასუხა არა მაქვსო.

* * *
- ბაბუ, მაგ ბოთლში გემის მოდელი გინდა ააწყო?
- მოდელი კი არა, შვილო, აღარაფერი აღარ მინდა! ხელი ამომაღებინა ამ ბოთლიდან და...

* * *
პროქტოლოგის კაბინეტში პაციენტი ათვალიერებს კედლებზე გაკრულ დიპლომებს.
- ვაიმე, ექიმო, ეს რა მაგარია! ეს დიპლომი რაში მოგცეს?
- ეს... საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე ბუასილის გადანერგვაში.

* * *
ექიმთან მიღებაზე:
- გისმენთ, ჩემო კარგო, რა გაწუხებთ?
- ექიმო, ამ ბოლო დროს შევამჩნიე, თითქოს ყველა იგნორირებას მიკეთებს...
- შემდეგი!..

* * *
ელექტროსაქონლის მაღაზიაში:
- უთო გაქვთ?
- რომელი ფირმის ან როგორი გნებავთ, ტეფლონის თუ ლითონის, ძლიერი თუ სუსტი, რეგულიატორით თუ ...
- ყველაზე მტკივნეული რომელია?

* * *
მკერდში მოგიჭირა? სახსრები გტკივა? უძილობამ შეგაწუხა? დაწერე რა, ჩვენება!!!

* * *

გამომძიებელთან დაკითხვაზე:
- საიდან, შე ახვარო, ეს ამდენი სიმდიდრე! ხალხის ფულით გამდიდრდი, არა?!!
- სად აქ, ბიჭო, ხალხს მაგდენი ფული...

* * *
ექიმმა შეიხედა პალატაში:
- აბა, ხვალიდან შვებულებაში გავდივარ! ნახვამდის, ნახვამდის! შალიკიე, მშვიდობით, ჩემო კარგო, მშვიდობით!

* * *
- ჟენია, ლატარიაში ფული მოვიგე. მიდი ახლა, სასწრაფოდ მოაგროვე ტანსაცმელი!
- რომელი, გენაცვალე, ზაფხულის თუ ზამთრის?
- ზაფხულის და ზამთრის არა, დამიწყო ახლა ამან აქ! მოაგროვე ყველაფერი და დაახვიე აქედან!!!

* * *
პოლიციელები მოდიან ქუჩაში. ხედავენ, ხეზე კაცს თავი ჩამოუხრჩვია.
- ეს გვინდოდა ახლა ჩვენ?!
- მოდი, სხვა რაიონში გადავიტანოთ.
გადაიტანეს და ჩამოკიდეს ხეზე. მოდიან იმ რაიონის პოლიციელები:
- ვაა! ეს ისევ აქ ჰკიდია?!!

* * *
რა სისულელეა მანქანებს რომ აწერენ „გამრეცხე“. თუ გინდათ მართლა გარეცხონ, დააწერეთ „ძაღლებოო!!!“.

* * *
ცოლი ეკითხება ქმარს:
- რა ქენი, ჟორაიე, იყავი ექიმთან?
- კი ვიყავი... ოკულისტმა მითხრა, ერთ სამ დღეს გოუძელი რამეფრათო.
- ოკუილისტთან რაი გინდოდა, შე სასიკვტილე, ფეხმტკივან კაცს!..
- ფეხი კი მტკივა, ჩემო ჟენია, მარა, ისთე მტკივა ეს ოხერი, თვალები გადმომცვივა საცა არის.

* * *
სკოლის ექიმთან მივიდა გოგონა:
- ექიმო, სკოლის გახსენებაზე ამ დილით გული ამერია და ნეტა ფეხმძიმედ ხომ არა ვარ? ისედაც, გუშინ მთელი დღე მიშიკო ისეთი თვალით მიყურებდა...

* * *

ექიმი სინჯავს ავადმყოფს:
- თავის ტკივილები როდის დაგეწყოთ?
- დაბადებიდან მტკივა, ექიმო.
- მანამდე არ შეგიმჩნევიათ?..

* * *
ექიმი პაციენტს:
- თქვენი მაქსიმალური წონა რამდენი იყო?
- შარშან ასე, ას კილომდე ვიწონიდი. წელს კი ავედი ასოც კილომდე.
- მდაა... მინიმალური რამდენი იყო?
- სამი კილო და რვაასი გრამი.

* * *
წარმოგიდგენია? გუშინ მანიაკი დამესხა თავს!
- სექსუალური?!
- ნუ, როგორ გითხრა, არც ისე.

* * *
ოპერაციის წინ ანესთეზიოლოგთან:
- ექიმო, ანესთეზიას უფასოდ ვერ გამიკეთებთ?
- კი, ჩემო კარგო, უფასოდ დაგაძინებთ, მაგრამ გაღვიძებაში კი უნდა ავიღო ფული.

* * *
ქუჩაში დაიკარგა გოგონა. დაეძებს მშობლებს ბრბოში და ტირის:
- დედაა! მამაა! დაიკოო!.. ბიძია, სიგარეტს მიმიკიდეთ.

* * *
ჩვეულებრივი დეზოდორანტი ტანსაცმელზე თეთრ ლაქებს ტოვებს. მხოლოდ ჩვენი დეზოდორანტი ტოვებს ფერად-ფერად ლაქებს.

* * *

- კაცოუ, გავგიჟდები რაღა! გუშინ მაროი გამიხდა ავადა. დღეს კიდენა ი ჩემანალაი, დედამისი არ მამადგა სახლში, ჩემ შვილ უნდა მოვუაროვო, ჯო!!!

* * *
პოლიციაში მივიდა მოქალაქე და განაცხადა:
- ან დამაპატიმრეთ, ან სიდედრი შემომაკვდება!
- თუ ძმა ხარ ჩემიც მიაყოლე შენსას და სასჯელს დავაკლებინებ - შეეხვეწა პოლიციის უფროსი.
წავიდა კაცი პროკურორთან:
- თუ არ დამაპატიმრებთ, სიდედრი შემომაკვდება იცოდეთ!!
- ა, ბიჭო, კაცი! ჩემიც გააგორე კაცურად და მინიმალურ სროკს მოვაცემინებ.
ბოლოს და ბოლოს მოკლა ამ კაცმა სამი სიდედრი. საასამართლომ სამი სიდედრის მოკვლისათვის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
- ბარემ ჩემიც მიგეყოლებინა, შე დალოცვილო და საერთოდ არაფერს არ მოგისჯიდი - ჩაილაპარაკა მოსამართლემ.

* * *
- კარგი გამოგონებაა ეს უსაფრთხოების ქამრები. ადრე ინსპექტორი რომ გამაჩერებდა, გამოაღებდა თუ არა კარს, მაშინვე ბუხ... და ძირს ვვარდებოდი. ახლა, როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო, ქამრით ვარ მიბმული სიდენიაზე ვაჟკაცურად...i


                 

ვტორიზაცი
ალენდარ
«  აპრილი 2024  »
კვი.ორშ.სამშ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ებნ
ეგობრებ
 »SeX +18 XXX      
  .:სადა?არა აქა:. 
  » BUBA WareZ     
  »sex_bomba_sex      
           DaNcE.Ge               
      TAOTI.ge         
HaY SUPER WAREZ
WwW.707.UcoZ.Ru MuSiC !
WwW.GldaNe.UcoZ.CoM
sqada.ge
WwW.StoP.UcoZ.CoM
shemoixedet manchestereleboWwW.StoP.UcoZ.CoM
shemoixedet OFF.GE ™



tracker Force.Ge TopSites
 
Georgian Search Engine - interes!geIP  TOP.GE

Каталог-Молдова - Ranker, Statistics
მთვლელებ

ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
დარეგისტრირებული 0

Www.werd.ucoz.com !</ NEW STYLE OF LIFE - GREAT WAREZ - www.werd.ucoz.com